Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვილმკვდარი მამები აქციაზე პოლიტიკოსებს უხმობენ


აქცია 21 საათიდან პოლიტიკური გახდება-ამ წუთიდან საქართველოს პარლამენტთან ვუხმობთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ მხარდამჭერებს-განაცხადა საქართველოს პარლამენტის წინ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ სუსს გამზადებული აქვს ზაზა სარალიძის პოლიტიკოსებთან საუბრების დამონტაჟებული ჩანაწერები, რომლის გამოქვეყნებასაც ხვალიდან იგეგმებოდა. „ამ ჩანაწერების გამოქვეყნება აღარ დაგჭირდებათ“ - აღნიშნა ელისო კილაძემ, რომლის თანახმადაც ხელისუფლებამ შვილმკვდარ მამებს სამართლისათვის ბრძოლის სხვა გზა აღარ დაუტოვა.

„მე ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით“-განაცხადა ზაზა სარალიძემ. „ჩვენ ვცდილობდით აქციები აპოლიტიკური ყოფილიყო, მაგრამ თავად ხელისუფლება პოლიტიკურად გვდევნის. გთხოვთ როგორც შვილმოკული მამა, დაგვიდეგით გვერდში, რომ ეს მარაზმი კობახიძეები დავასრულოთ ამ ქვეყანაში.“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG