Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში გამოაშკარავდა რეფერენდუმში მონაწილეთა აქტიურობისთვის ხელის შემშლელი საინტერნეტო კამპანია


დემოკრატიის მომხრე გაერთიანების ინფორმაციით, მაკედონიაში მან გამოააშკარავა მცდელობა, ინტერნეტის მეშვეობით ხელი შეეშალათ მაკედონიის 30 სექტემბრის რეფერენდუმში მონაწილეთა აქტიურობისთვის. რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს ამ ქვეყნის სახელწოდეების შეცვლის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში, ევროკავშირსა და ნატოში, იუგოსლავიის ყოფილი ამ რესპუბლიკის გაწევრიანებისთვის. „საარჩევენო ინტეგრაციის ტრანსატლანტური კომისიის“ თანახმად, კამპანიის მიზანი იყო ხელი შეეშალა რეფერენდუმში მონაწილეთა აქტიურობისთვის, რადგან კანონით მისი შედეგი ძალაში იქნება მხოლოდ იმ შემთხვვაში, თუ მასში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 50 პროცენტი მიიღებდა მონაწილეობას. რეფერენდუმის ბიულეტენში ამომრჩეველს ეკითხებიან, ემხრობა თუ არა ის სოციალისტური მთავრობის მიერ საბერძნეთთან მიღწეულ შეთანხმებას, რომ ქვეყანას ეწოდოს "ჩრდილოეთი მაკედონია". თუ მოსახლეობა მიემხრო ასეთ ცვლილებას, რეფერენდუმი გზას გაუხსნის მაკედონიას ნატოსა და ეკროკავშირში გაწევრიანებისკენ. ბოლო დროის გამოკითხვებით, 70 პროცენტი სახელწოდების შეცვლას ემხრობა, მაგრამ მათი მხოლოდ 58 პროცენტი აპირებს რეფერენდუმში მონაწილეობას. ამ რიცხვის შემცირება და რეფერენდუმის შედეგზე ზეგავლენის მოხდება იყო საინტერნეტო კამპანიის მიზანი. კომისიამ, რომლის შემადგენლობაში, სხვათა შორის შედიან ისეთი ცნობილი პირები, როგორიცაა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერის ყოფილი მოადგილე, ნიკ კლეგი, განაცხადა, რომ ეს იყო გაერთიანებული მცდელობა, ხელის შეეშალათ მაკედონელების დემოკრატიული უფლებებისთვის და არალეგიტიმური ყოფილიყო რეფერენდუმის კენჭისყრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG