Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა კიდევ ერთმა მერმა დატოვა


ჭიათურის მერია
ჭიათურის მერია

თანამდებობა მიზეზის დაუსახელებლად დატოვა საქართველოს კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის - ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ. ის გადაწყვეტილების მიზეზის ახსნას მოგვიანებით აპირებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, პაატა ნადირაძემ ჭიათურის მერის თანამდებობა დაიკავა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მანამდე კი იმერეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო.

12 სექტემბერს, მიზეზის დასახელებლად გადადგა ზუგდიდის არჩეული მერი ლაშა გოგია, რამდენიმე დღის შემდეგ კი განმარტა, რომ არ სურს თანამდებობაზე ყოფნით ხელი შეუშალოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას. ანტიკორუფციული სამსახური იძიებს ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნების მიერ სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტს.

ზუგდიდსა და ჭიათურაში მერის ვადამდელ არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დანიშნავს.

XS
SM
MD
LG