Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ტრამპისეულ მოწოდებებს ირანის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირეს


აშშ-ის პრეზიდეტმა დონალდ ტრამპმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავისი თავმჯდომარეობისას, 26 სექტემრებს, მოწოდება გამოთქვა ირანის მთავრობის იზოლირებისკენ. სხდომა ეძღვნებოდა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის თემას. ტრამპის მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, შეუერთდნენ აშშ-ის სანქციებს ირანის წინააღმდეგ, უარყოფილ იქნა ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხელის მომწერთა, - ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის და ჩინეთის მიერ. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ გაეროს შეხვედრების კულუარებში ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეირანი გააგრძელებს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, სანამ პირობები ირანისთვის სასარგებლო იქნება. ვაშინგტონის ევროპელი პარტნიორების რეაქციამ ხაზი გაუსვა მათ უთანხმოებას ტრამპის გადაწყვეტილებისადმი, გამოსულიყო ბირთვული შეთანხმებიდან.

XS
SM
MD
LG