Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: შსს პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად იცავს და პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. „აქ ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი მუშაობის სტილით ეს არაერთხელ ავუხსენით და დავუმტკიცეთ საზოგადოებას“ - განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ, რომელსაც ჰკითხეს 26 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციაზე პოლიციელთა ქმედებების შესახებ. გიორგი გახარიას თქმით, შსს-ს აკისრია „მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის უაღრესად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც.“

„ამიტომ, როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, რა თქმა უნდა, მართლწესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომლებიც გაგვაჩნია“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG