Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესი, როგორც ჩანს, ვერ მოასწრებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დამტკიცებას


აშშ-ის კონგრესი, როგორც ჩანს, ვერ მოასწრებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იტყობინება კონგრესში ორ წყაროზე დაყრდნობით. კანონპროექტმა პირველი წაკითხვა უნდა გაიაროს წარმომადგენელთა პალატაში, მაგრამ ქვედა პალატა კვირის ბოლოს არდადეგებზე მიდის. არდადეგებამდე მის გეგმაში არ არის შეტანილი ამ საკითხზე კენჭისყრა. როგორც სააგენტო იტყობინება, გაურკვეველი სიტუაცია გავლენას ახდენს ინვესტორებზე. მათი ნაწილი არ დაელოდა სანქციების საკითხის გადაჭრას და უკვე გადაწყვიტა, რუსეთიდან გაიტანოს 7,5 მილიარდი დოლარი. კონგრესის ქვედა პალატასთან შეთანხმების გარეშე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არა აქვს კანონპროექტის ხელმოწერის უფლება.

XS
SM
MD
LG