Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურაში დაკითხვაზე უარი თქვა "ომეგა ჯგუფის" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა


„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის OGT-ის დირექტორმა, ნიკოლოზ ასანიძემ უარი თქვა თბილისის პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე და დაკითხვა სასამართლოში მოითხოვა. „როგორც ყველა დანარჩენმა, მეც ვარჩიე, რომ მესარგებლა კანონით მონიჭებული უფლებით და გამოკითხვა ჩატარდება სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით" - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურიდან გამოსულმა ნიკოლოზ ასანიძემ.

27 სექტემბერს, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვეს „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კიდევ ორი კომპანიის, „ომეგა მოტორსის“ და „ომეგა 2“-ის დირექტორებმაც, ლელი აბულაძემ და გიორგი ქურდაძემ. თბილისის პროკურატურა მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე იძიებს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ, შესაძლო კორუფციულ ფაქტებს.

XS
SM
MD
LG