Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა პირველად გამოიყენა სამხედრო მოქმედებებში გამანადგურებელი F-35


აშშ-მა პირველად გამოიყენა სამხედრო მოქმედებებში მეხუთე თაობის მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი F-35. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. სააგენტოს წყაროს თანახმად, თვითმფრინავი აფრინდა არაბეთის ზღვაში მყოფი სადესანტო გემი „ესექსიდან“. მან დარტყმა მიაყენა ავღანეთში მდებარე ობიექტს, რომელსაც კავშირი აქვს რადიკალურ ისლამურ დაჯგუფება თალიბანს. როიტერსის წყაროს მიხედვით, სამხედრო გაფრენა მოაწყო თვითმფრინავის F-35B მოდელმა, რომელსაც მოკლე ასაფრენი ბილიკიდან აფრენა და ვერტიკალურად დაფრენა შეუძლია. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ მოიპოვება. პირველი ქვეყანა, რომელმაც F-35 ბრძოლაში გამოიყენა, არის ისრაელი, რომლის ხელისუფლება მაისში იტყობინებოდა გამანადგურებლის პირველი სამხედრო გაფრენის შესახებ.

XS
SM
MD
LG