Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს დავა აქვს ჩინეთსა და რუსეთთან ჩრდილოეთი კორეის მიმართ გაეროს სანქციების გარშემო


აშშ-ს დავა აქვს ჩინეთსა და რუსეთთან გაეროში მათი მოწოდების გამო ჩრდილოეთი კორეისთვის სანქციები შერბილების თაობაზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ, გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა 27 სექტემბერს, რომ ბოლო დროინდელმა „დადებითმა განვითარებამ“ ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეებს შორის, აშშ-ის და ჩრდილოეთი კორეის თბილ ურთიერთობასთან ერთად, უნდა მიგვიყვანოს საბჭოს მიერ შარშან დაწესებული მკაცრი სანქციების შერბილებასთან. ეს სანქციები დაუწესდა ფხენიანს იმ მიზნით, რომ მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვათ. რუსეთმა ჩინეთის ინიციატივას მხარი დაუჭირა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სანქციები არ უნდა იყოს „კოლექტიური დასჯის“ ფორმა და საჭიროა, რომ ფხენიანს გაუგზავნონ დადებითი სიგნალი წასახალისებლად. „თანდათანობითი განიარაღებისკენ ჩრდილოეთი კორეის ნაბიჯებს სანქციების შერბილება უნდა მოჰყვეს“, თქვა ლავროვმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რომელსაც უშიშროების საბჭოში მხარს უჭერენ დასავლელი პარტნიორები, არ ეთანხმება სანქციების შერბილებისკენ მოწოდებას. მან განაცხადა, რომ სანქციები უნდა დარჩეს მკაცრი, სანამ ჩრდილოეთი კორეა უარს არ იტყვის ბირთულ იარაღზე. პომპეომ, რომელიც ოქტომბერში თავის მესამე ვიზიტს გამართავს ფხენიანში, კორეის ნახევარკუნძულზე „ახალი დღის აისის"იმედი გამოთქვა. მისი თქმით, „გაეროს მკაცრი სანქციები იყო, რამაც პირველად მიიყვანა ჩრდილოეთი კორეა მოლაპარაკების მაგიდასთან და ზეწოლის მოდუნება არ შეიძლება“. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები ენერგიულად უნდა გატარდეს სანამ არ მივაღწევთ საბოლოო მიზანს სრულ, დადასტურებულ დენუკლეარიზაციას, თქვა პომპეომ.

XS
SM
MD
LG