Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო


ავღანეთში 28 სექტემბერს წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო მთელს ქვეყანაში სისხლიანი თავდასხმების და, სავარაუდო, გაყალბების ფონზე. ავღანეთის პარლამენტის 249 ადგილისთვის სულ 2500 პირი იბრძვის, მათგან 418 ქალია. დედაქალაქ ქაბულში, ქვეყნის დიდ ქალაქებში, გამოკრულია პარლამენტის ქვედა პალატის, უოლესი ჯირგას კანდიდატების პლაკატები. წინასაარჩევნო კამპანია 18 ოქტომბერს დასრულდება. არჩევნები დანიშნულია 20 ოქტომბრისთვის. მოელიან, რომ პარლამენტის ადგილების უმრავლესობას ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, პრეზიდენტ აშრაფ ღანის და აღმასრულებელი უწყების მთავარი წარმომადგენლის, აბდულა აბდულას პარტიები გაინაწილებენ.

XS
SM
MD
LG