Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა განისაზღვრება მხოლოდ იმით, თუ როგორ აღიქვამენ მას სოხუმსა და ცხინვალში


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ვიმედოვნებთ, ქართველი პოლიტიკოსები პროპაგანდისტული ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს მაინც აცნობიერებენ არსებულ რეალობას. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანახმად, რუსეთის საგარეო უწყება წერს, რომ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა განისაზღვრება მხოლოდ იმით, თუ როგორ აღიქვამენ მას სოხუმსა და ცხინვალში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერის გამოსვლასთან დაკავშირებით ასევე წაიკითხავთ: „ყურადღება მივაქციეთ საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა ხელი არ შეუშალოს რაღაც ახალი სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ამ გამოსვლამ უცნაური შეგრძნება დატოვა. როგორც ვხედავთ, საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებენ იმაში, რაც რეალობისგან შორს არის, რომ ამ რესპუბლიკების მოსახლეობა სიხარულით დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომ არა რუსი ოკუპანტები. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები პროპაგანდისტული ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს მაინც აცნობიერებენ არსებულ რეალობას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში, იტყობინება სააგენტო "ინტერპრესნიუსი".

XS
SM
MD
LG