Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესი გადაწყვეტს, გამოაქვეყნოს თუ არა არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე დროკუმენტები


დღეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გაიმართება კენჭისყრა იმის შესახებ, გამოქვეყნდეს თუ არა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე ჩაწერილი ინტერვიუების ტექსტები. დოკუმენტებს შორის, რომლების გამოქვეყნების საკითხს განიხილავენ, არის რამდენიმე ჩანაწერი საუბრებისა ადამიანებთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვიდან. მოსალოდნელია, რომ დაზვერვის კომიტეტი 53 გაშიფრულ ინტერვიუს ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატს გაუგზავნის წინასწარი განხილვისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ჩანაწერები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

XS
SM
MD
LG