Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო: გეი წყვილებს ჰეტეროსექსუალების მსგავსი უფლებები აქვთ


რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გეი წყვილებს უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები, როგორიც აქვთ ჰომოსექსუალებს. გადაწყვეტილება წინ უსწრებს საყოველთაო რეფერენდუმს რუმინეთში, რომლის მიზანია მიაღწიონ ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების აკრძალვა. საკონტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს პირად და საოჯახო ცხოვრებაში უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები, როგორც ჰეტეროსექსუალებს და უნდა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული მათი უფლებების და ვალდებულებების აღიარებით. სასამართლოს გადაწყვეტილება წინ უსწრებს რეფერენდუმს, რომელიც იმართება 6-7 ოქტომბერს რუმინეთში. მისი მიზანია შეზღუდოს ოჯახის საკონსტიტუციო ფორმულირება. ოჯახი, ახლანდელი გაგებით, მეუღლეებს შორის ქორწინებაა. რეფერენდუმით სურთ, რომ ეს შეიცვალოს და კონსტიტუციაში ცხადად ჩაიწეროს, რომ ქორწინება ხდება ქალსა და კაცს შორის.

XS
SM
MD
LG