Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწარმეების რეგისტრაციის ვადამ ერთი თვით გადაიწია


იუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაციის ვადამ 31 ოქტომბრამდე გადაიწია. ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ვადა იუსტიციის სახლში მომხმარებელთა სიმრავლის გამო გაახანგრძლივა.

იუსტიციის სახლში დილიდან არ წყდებოდა ხალხის ნაკადი, რაც ადგილზეც ქაოსს ქმნიდა. დედაქალაქის გარდა, იგივე ვითარება იყო სხვა იუსტიციის სახლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით.

29 სექტემბრის 18.00-მდე გადაიწია ტაქსით მომსახურებისათვის ნებართვის გაცემის ვადამაც. 1-ლი ოქტომბრიდან ნებართვის უქონლობის შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება. ამ დროისათვის ტაქსის მართვის ნებართვა 9500 მძღოლზე მეტს აქვს აღებული.

XS
SM
MD
LG