Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილის გამოწვევას დებატებში ოპონენტები პასუხობენ


პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დებატებში იწვევს საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მეტოქეებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია არაევროპულად მიმდინარეობს, მისი მისამართით კი არ წყდება ცილისმწამებლური განცხადებები.

„გადავწყვიტე ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ დებატებში ვიწვევ შავი ძალის ორივე სახეს, რათა დავაფიქსირო ჩემი სამართლე, პოზიციები და ყველასთვის ნათელი მოვფინოთ იმას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში,“ - აცხადებს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატს ოპონენტებთან დებატები ნეიტრალურ სივრცეში წარმოუდგენია.

სალომე ზურაბიშვილი მეტოქეებს დებატებს სთავაზობს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:18 0:00

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ კოალიცის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დებატებს არ შეუშინდება და მასში მონაწილეობასაც მიიღებს, ოღონდ არა სხვების წამოყენებული პირობებით და არა მხოლოდ ე.წ. ნეიტრალურ სივრცეში. რაც შეეხება "შავ ძალებს", ამაზე გრიგოლ ვაშაძე აცხდებს, რომ ერთადერთი "შავი ძალა" საქართველოში "ქართული ოცნებაა".

სალომე ზურაბიშვილის გამოწვევას თანხმდება "ევროპული საქართველოც". პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის დებატების მოსმენის შემდეგ საზოგადოება არჩევანს ბაქრაძის სასიკეთოდ გააკეთებს.

XS
SM
MD
LG