24 კაცი დაიღუპა ირანში ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ქალაქ ბანდარ აბასში მოხდა, სადაც ალკოჰოლური მოწამვლით საავადმყოფოში იმყოფება 168 კაცი. ნახევრადდამოუკიდებელი სააგენტო „ისნას“ ცნობით, პოლიციამ დააპატიმრა ცოლ-ქმარი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სპირტიანი სასმელების უკანონო წარმოებაში. დაპატიმრებული არიან ასევე ფალსიფიცირებული სასმელის გასაღებაში ეჭვმიტანილები.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი