Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ჟურნალისტმა მუქარის გამო დატოვა ქვეყანა


სერგეი კანევმა, რუსმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, დატოვა ქვეყანა, რადგან აქვს შიში, რომ შესაძლოა დევნის ობიექტი გახდეს მისი საქმიანობიდან გამომდინარე. კანევი მონაწილეობას ღებულობდა ჯგუფ „ბელინგკეტის“ მიერ ჩატრებულ გამოძიებაში, რომელიც მიზნად ისახავდა ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მის ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი ორი პირის ვინაობის, ბოშიროვისა და პეტროვის დადგენას. Bellingcat-ისა და The Insider-ის ერთობლივი გამოძიების თანახმად, რომლის ანგარიშშიც 26 სექტემბერ გამოქვეყნდა, სკრიპალების საქმეშე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, „რუსლან ბოშიროვი“ არის რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმარველოს (გრუ) პოლკოვნიკის, ანატოლი ჩეპიგას ფსევდონიმი. გამოძიების მონაცემებით, ბოშიროვ-ჩეპიგას, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის ყოფილი მზვერავის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის გმირის წოდება აქვს მინიჭებული. 29 სექტემბერს,რუსულ საინფორმაციო პორტალ „რბკ“-სთან საუბარში, კანევმა აღნიშნა, რომ „ბოშიროვისა და პეტროვის ვინაობის გარდა, არსებობს უამრავი სხვა საგამოძიებო საქმე, რომლის გამოც მაღალი რანგის ოფიციალური პირები განრისხებული არიან.“ კანევი ამჟამად ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანაში, როგორც თავად თქვა, "არდადეგებზე" იმყოფება.

XS
SM
MD
LG