Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ქურთების ნახევრად ავტონომიურ რეგიონში საპარლამენტო არჩევნები ტარდება


ერაყელი ქურთების ნახევრად ავტონომიურ რეგიონში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 700-ზე მეტ კანდიდატი იბრძვის 111 ადგილისთვის. 11 ადგილი შენახულია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის: ხუთი თურქმენი კანდიდატებისთვის, ხუთი ქრისტიანებისა და ერთი სომხური თემისთვის.

ვარაუდობენ, რომ არჩევნებში ადგილების ლომის წილს მოიპოვებენ ქურთისტანის დემოკრატიული პარტია და მისი მეტოქე ქურთისტანის პატრიოტული კავშირი. უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები 2013 წელს ჩატარდა, მაგრამ 2015 წელს საკანონმდებლო ორგანომ შეწყვიტა შეკრება პოლიტიკური კრიზისისა და ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო.

XS
SM
MD
LG