Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ორშაბათს „ქართული ოცნების“ შეხვედრა გაიმართება


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ორშაბათს დაგეგმილია მმართველი გუნდის შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს. „2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, გაკეთდება პოლიტიკური განცხადება“, - აღნიშნულია ოფიციალურ პრესრელიზში.

მმართველი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს.

XS
SM
MD
LG