Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი მოსწავლე დაიღუპა ნაღმის აფეთქების შედეგად აღმოსავლეთ უკრაინაში


გორლოვკა. დანგრეული სახლი
გორლოვკა. დანგრეული სახლი

სამი მოსწავლე ბიჭი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ნაღმის აფეთქების შედეგად სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში. დონეცკელ სეპარატისტთა ხელმძღვანელობის ცნობით აფეთქება მოხდა დონეცკიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ გორლოვკაში. ამ ქალაქის მერმა, ივან პრიხოდკომ სოციალური მედიით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად 13-15 წლის ბავშვები სეირნობის დროს სათამაშოდ შევიდნენ მიტოვებულ სახლში, რომელიც დანაღმული აღმოჩნდა. „ჩვენ გამუდმებით ვაწყდებით ნაღმების პრობლემას, რაც კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება“, - აცხადებს პრიხოდკო. გორლოვკა უკრაინელი სეპარატისტებისა და სამთავრობო ჯარების დაპირისპირების ფრონტის სიახლოვეს მდებარეობს. შეიარაღებული კონფლიქტი მოსკოვის მიერ მხარადაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ჯარებს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ზაფხულიდან გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 10300 კაცი.

XS
SM
MD
LG