Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანმა მომხრეებს გააცნო ვითარების განმუხტვის საკუთარი სცენარი


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ცენტრში, ბაგრამიანის მოედანზე შეკრებილ მომხრეებს ღამით აცნობა, რომ შევა საკანონმდებლო ორგანოში, რათა მოლაპარაკებები გამართოს საპარლამენტო ფრაქციებთან.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მიტინგზე ფაშინიანმა გაახმიანა საკუთარი სცენარი, რომლის თანახმად, იგი გადადგება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ეროვნული კრება ორჯერ იტყვის უარს მის ხელახლა არჩევაზე, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

ერევანში ათიათასობით მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას მან ასევე გამოაცხადა, რომ ექვსი მინისტრის მოხსნის შესახებ აყვავებული სომხეთისა და დაშნაკცუტიუნის პარტიებიდან, რომლებიც, მისი თქმით, დაბრკოლებას უქმნიან კენჭისყრას.

ვითარება სომხეთში დაიძაბა მას შემდეგ, რაც სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა სერიოზული წინაღობა შეუქმნას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გეგმას ჩატარდეს ვადამდელი საყოველთაო არჩევნები. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა რესპუბლიკური პარტიიდან, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი აქვს, სომხეთის კეთილდღეობის პარტიამ და სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ, დაშნაკცუთიუნმა. ფაშინიანი, რომელიც ხელისუფლებაში მაისში მოვიდა, მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტს, რომელიც პრემიერ-მინისტრისთვის შეუძლებელს გახდის პარლამენტის დათხოვნას და ახალი არჩევნების დანიშვნას. ფაშინიანმა მომხრეებს მოუწოდა გააპროტესტონ კანონპროექტი, რომელსაც ის "კონტრრევოლუციურს" უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG