Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შშმ ქალები პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვედრაზე იწვევენ


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტების კანდიდატებს შეხვედრაზე იწვევს, რათა კანდიდატებმა შშმ ქალებს პირადად გაუზიარონ თავიანთი ხედვები ქალთა საკითხებზე შემუშავებულ პროგრამებში შშმ ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით მრავლობითი ფორმით დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხის ქვეშ, გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის ურთიერთკვეთიდან გამომდინარე; ასევე ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უხილავნი ვართ, როგორც შშმ პირთა თემში, ასევე ტიპიური განვითარების მქონე ქალთა ჯგუფებისთვისაც, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საზოგადოებაში ჩვენს თანასწორუფლებიან თანაცხოვრებას.“-ნათქვამია შშმ ქალთა მიმართვაში პრეზიდენტების კანდიდატებისადმი.

ვინაიდან ქალთა მოძრაობის მიერ 4 ოქტომბერს ორგანიზებულ შეხვედრაზე შშმ ქალებმა მისვლა არაადაპტირებული გარემოს გამო ვერ შეძლეს, პრეზიდენტების კანდიდატები ადაპტირებულ გარემოში, ნაძალადევის მედიათეკაში მიიწვიეს. შეხვედრა 13 ოქტომბერს 13 საათზე დაინიშნა.

„იმისათვის, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი, საპრეზიდენტო კანდიდატებს გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენი საარჩევნო პროგრამები“-აღნიშნულია მიმართვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG