Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდიტის სამსახური შეისწავლის სალომე ზურაბიშვილისთვის ექიმების შემოწირულების კანონიერებას

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებებს. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, რომ დადგენილი პროცედურების შესაბამისად მიმართავენ სასამართლოს, რათა შეისწავლონ შემომწირველთა შემოსავლები და საბანკო ტრანზაქციები. იმ პირთა შორის, ვინც ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სოლიდური თანხა გადარიცხა, ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკების 15-მდე ექიმიცაა. ერთ-ერთმა მათგანმა, ნიკოლოზ კინტრაიამ, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 20 ათასი ლარი შეწირა, ფეისბუქზე დაწერა, რომ მას ხმას არ აძლევს.

ნიკოლოზ კინტრაიას 2016 წელს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ შეწირული აქვს 60 ათასი ლარი, ხოლო 2017 წელს 40 ათასი.

მას შემდეგ, რაც 8 ოქტომბერს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ექიმი საავადმყოფოს ადმინისტრაციაში დაიბარეს და უთხრეს, რომ მათ პირად მონაცემებს გამოიყენებდნენ, რეალურად კი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ თანხას კლინიკების მფლობელები გადარიცხავდნენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა, შეისწავლოს შემოწირულებების კანონიერება. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, "შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ შემოწირულებას, რაც ქართული კანონმდებლობით აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმას შეწირული თანხის ორმაგი ოდენობით.“

კატეგორიები
XS
SM
MD
LG