Accessibility links

კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ პატრიარქ ფილარეტს ანათემა მოხსნა


პატრიარქი ფილარეტი

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს ანათემა მოხსნა.

ანათემის მოსხნის თაობაზე გადაწყვეტილება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 11 ოქტომბერს მიიღო, თუმცა გადაწყვეტილების მოტივაციისა და დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. უახლოეს დროში მოელიან მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური განცხადების გავრცელებას.

ფილარეტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 1997 წელს გადასცა ანათემაზე.

როგორც მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარხოსი უკრაინაში აქიეპისკოპოსმა დანიელმა განაცხადა, დადებითი გადაწყვეტილება უკრაინისათვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების თაობაზე შესაძლოა მიღებული იქნას დღის ბოლომდე.

კომენტარი გააკეთა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პრეს-მდივანმა ევსტრატი ზორიამ.

„კარგი ახალი ამბებია სინოდიდან. რამდენიმე წყაროდან მოვიდა ინფორმაცია მსოფლიო საპატრიარქოს ორი მოსალოდნელი გადაწყვეტილების თაობაზე. პირველი - პატრიარქ ფილარეტის აპელაციის შესახებ. მეორე - 1686 წელს კიევის მიტროპოლიის უკანონო ანექციის ცნობის შესახებ“, - დაწერა ზორიამ ტვიტერში.

ზორიამ განმარტა, რომ ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. ადრე პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, რომ ავტოკეფალიის ტომოსი უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (კიევის საპატრიარქო) მსოფლიო საპატრიარქოსგან შეიძლება მიღოოს 9-11 ოქტომბერს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG