Accessibility links

გერმანია ბულგარეთს გადასცემს ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილს


ვიქტორია მარინოვა

გერმანია ბულგარეთს გადასცემს ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილს, 21 წლის სევერინ კრასიმიროვს. სააგენტო ფრანს-პრესის ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ქალაქ ცელეს სასამართლომ.

გერმანიის პოლიციამ კრასიმიროვი 9 ოქტომბერს დააკავა. ბულგარელი სამართალდამცავების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი. გერმანიაში ჩავიდა ბულგარეთის ქალაქ რუსედან, სადაც ჟურნალისტის ცხედარი იპოვეს. ბულგარეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის განცხადებით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ეჭვმიტანილის კავშირს მსხვერპლთან და დანაშაულის ადგილთან. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიება ვერ ხედავს კავშირს ვიქტორია მარინოვას მკვლელობასა და მის პროფესიულ საქმიანობას შორის, რადგან სამხილები მიუთითებენ, რომ ეს იყო სპონტანური თავდასხმა გაუპატიურების მიზნით.

30 წლის ვიქტორია მარინოვას გვამი 6 ოქტომბერს იპოვეს, ბულგარეთის ქალაქ რუსეს პარკში, მდინარე დუნაის მახლობლად. პოლიციის ინფორმაციით, ჟურნალისტი სასტიკად სცემეს, გააუპატიურეს და დაახრჩვეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG