Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ახალ სანქციებს ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სანქციების ახალ რეჟიმს, რომელიც მიმართულია ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება ევროკავშირს საშუალებას აძლევს შეწყვიტოს ვიზების გაცემა და გაყინოს იმ პირების და ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებსაც კავშირი აქვთ აკრძალული ქიმიური იარაღის შექმნასა და გამოყენებასთან. ამ ნაბიჯის ფონია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის არაერთი გამოყენება სამოქალაქო ომის განმავლობაში და რუსეთის ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლა ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, რაშიც ლონდონი რუსეთის მთავრობას ადანაშაულებს. მოსკოვი უარყოფს ამ ინცინდენტთან ყოველგვარ კავშირს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება ბრიუსელიდან, ახალ სანქციებთან დაკავშირებით სიის შედგენა დაწყებულია და ევროკავშირის ლიდერები მოელიან, რომ 18 ოქტომბრისათვის დანიშნულ სამიტზე ამ მხრივ პროგრესი უკვე იქნება მიღწეული. სამიტზე იმსჯელებენ ასევე ახალი სანქციების ამოქმედებაზე კიბერთავდასხმების წინააღმდეგ. ბრიტანეთისა და ნიდერლანდის მთავრობებმა თვის დასაწყისში განაცხადეს, რომ რუსეთის აგენტებმა აპრილში ჰაკერული თავდასხმის განხორციელება სცადეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე (OPCW).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG