Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: „ჩანაწერი დადგმულია“


Georgia -- Nika Gvaramia, chief executive officer of Rustavi 2, speaks during a rally to support opposition TV channel Rustavi 2 in Tbilisi, February 19, 2017

„ჩანაწერი დადგმულია“, - აცხადებს „რუსთავი2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, რომელშიც, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარი ისმინება.

გვარამია ამ ჩანაწერს აფასებს როგორც „სამარცხვინოს“ და შენიშნავს: „სისტემური დანაშაულის დაფარვის საქმეში ჩაერთო მთელი სახელმწიფო აპარატი და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი იმას ადასტურებს, რომ ჩანაწერი იქნა დადგმული და საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვია უმძიმეს სკანდალში და დანაშაულში მთელ სახელმწიფო სისტემასთან ერთად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პროკურატურა ამ ჩანაწერის დამზადების თარიღად 2018 წლის 6 ივლისს ასახელებს და აცხადებს, რომ არსებობს სულ სამი ჩანაწერი, რომელიც პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლის მეხსიერების ბარათიდან ამოიღეს, რომელსაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, სუბელიანის ფარული ჩანაწერების გავრცელებას სთხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG