Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯამალ ხაშოგის საქმის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს საუდის არაბეთის გენკონსული სტამბოლში


ჯამალ ხაშოგი
ჯამალ ხაშოგი

საუდის არაბეთის გენერალური კონსული სტამბოლში, მუჰამედ უტეიბი, გათავისუფლებულია თანამდებობიდან. როიტერის თანახმად, მას მოუწევს მონაწილეობა გაუჩინარებული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საქმის გამოძიებაში. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ის სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა. თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხაშოგი მოკლეს დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე. რიადი უარყოფს ჟურნალისტის გაუჩინარებასთან რაიმე კავშირს. ოთხშაბათს მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთ პირს, რომლებიც ხაშოგის საქმესთან კავშირში არიან დაპატიმრებული, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, პრინც მუჰამედ ბენ სალმან ალ-საუდთან.

XS
SM
MD
LG