Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახიშვილი სუბელიანის განცხადებებს პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობით ხსნის


კახა კახიშვილი
კახა კახიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი უარყოფს, რომ მას და პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს ჰქონდათ საუბარი პატიმრობის პირობების შესახებ.

„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს, მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი. რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს რომელ დაწესებულებაში უნდა იყოს განთავსებული, იყო საუბარი მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე” - განუცხადა „რუსთავი 2“-ს კახა კახიშვილმა. მისი ინფორმაციით, სუბელიანი ჯერ განთავსდა მე-9 დაწესებულებაში და შემდეგ მისივე სურვილით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადავიდა მე-8 დაწესებულებაში, ვიზუალური მეთვალყურეობის პირობებში. კახა კახიშვილი მაღალჩინოსნებზე კომპრომატების შესახებ მირზა სუბელიანის განცხადებებს უკავშირებს პატიმრობით გამოწვეულ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

„რუსთავი 2“-მა 17 ოქტომბერს გაავრცელა კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ დაკავებამდე ორი დღით ადრე შეხვდა კახა კახიშვილს, პატიმრობის გარკვეული პირობების შექმნაზე შეთანხმდნენ და რადგან შეთანხმება დაირღვა, კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG