Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვუჩიჩი: „ჩვენს ხალხს“ დავიცავთ, თუ გაერო კოსოვოდან გავა


სერბიის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა გაფრთხილება გამოთქვა გაეროს მისიის კოსოვოდან გასვლის სტრატეგიის თაობაზე, რომ სტრატეგია შეიძლება სახიფათო იყოს. აშშ-მა გამოთქვა მოწოდება კოსოვოდან გაეროს „გასვლის სტრატეგიის შესახებ. 17 ოქტომბერს ვუჩიჩმა განაცხადა, რომ გაეროს გარდამავალი მართვის მისიის კოსოვოდან გასვლა მის ქვეყანას არ დაუტოვებს სხვა შესაძლებლობას, თუ არა „დაიცვას“ ყოფილ ოლქში ეთნიკური სერბები. კოსოვომ სერბიისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ვუჩიჩს არ დაუკონკრეტებია, რას მოიმოქმედებს სერბია, თუ გაეროს მისია მართლა გავიდა ოლქიდან. მისი თქმით, „გაეროს მისიის გასვლა, ისევე როგორც კოსოვოს არმიის შექმნა, სერბიას ჩააგდებს ერთობ რთულ მდგომარეობაში და არ დაუტოვებს მას არჩევანს გარდა იმისა, რომ დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი“. კოსოვოდან გაეროს მისიის გასვლის სტრატეგიის თაობაზე გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ მოუწოდა გაეროს, გამოიყენოს თავისი ხელისუფლება და დაიწყოს კოსოვოში გაეროს მისიის სტრატეგიის განხილვა, რათა შეიმუშაოს ახალი „გასვლის სტრატეგია“. ჰეილიმ, ცნობით, ამის თაობაზე გასულ კვირაში მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს.

XS
SM
MD
LG