Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს კანონმდებლებმა წინასწარ მხარი დაუჭირეს კანონს უშიშროების ძალების მოცულობის და უფლებამოსილების გაზრდის შესახებ


კოსოვოს კანონმდებლებმა წინასწარი მხარდაჭერა გამოუცხადეს კანონპროექტს, რომლის ძალაში შესვლის შემთხვევაში სერბიის ყოფილი ოლქის უშიშროების ძალები გაიზრდება და გაფართოვდება მისი უფლებამოსილება. გადაწყვეტილების მიღებას ბოიკოტი გამოუცხადა ეთნიკური სერბების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტის ყველა სხვა ძალამ მხარი დაუჭირა სამ კანონს, რომელიც ითვალისწინებს მცირედ შეიარაღებული უშიშროების ძალების მანდატის გაძლიერებას. კანონპროექტის მეორე მოსმენაა საჭირო, სანამ ის პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის გაეგზავნება ხელმოსაწერად. ნაბიჯი ბევრი კანონმდებლის მიერ მიიჩნევა კოსოვოს ეროვნული არმიის შექმნისკენ ნაბიჯად, რასაც სერბი უმცირესობა არ უჭერს მხარს. კანონმდებელმა, იგორ შიმიჩმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს 1999 წლის 1244-ე რეზოლუციას და კოსოვოს კონსტიტუციას.

XS
SM
MD
LG