Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ძალა ერთობაშია" თბილისის მერიას ადანაშაულებს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მცდელობაში


გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია,“ რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძე უჭერს, აცხადებს, რომ თბილისის მერიამ შესაბამის სამსახურს დაავალა მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის პალაკტების ჩამოხსნა, მაშინ როცა სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატებს არავინ შეხებია.

„თბილისის მერიის სამსახურებმა 2018 წლის 17 ოქტომბრიდან მასიურად დაიწყეს ოპოზიციური კანდიდატების საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის პროცესი. ამ ქმედებას წინ უძღოდა თბილისის მერის განცხადება, რომ იწყებდა თბილისის „გასუფთავებას“ საარჩევნო პლაკატებისაგან და რომ პოლიტიკურ სუბიექტებს არ ჰქოდათ უფლება საარჩევნო პლაკატები გაეკრათ გარკვეულ ადგილებზე. კალაძის განცხადებით, ამ სულელური პლაკატებით საარჩევნო სუბიექტები ამახინჯებენ ქალაქს“ - ნათქვამია „ძალა ერთობაშია“-ს განცხადებაში. ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო კოდექსით, პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ სააგიტაციო მასალა გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე და კრძალავს სააგიტაციო მასალის გაკვრას საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ არ დაურღვევია აკრძალვა და შესაბამისად, „ასეთი ტიპის განცხადება თბილისის მერის მხრიდან და შესაბამისი სამსახურების ორგანიზებული შეტევის განხორციელება მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია დასკვნით ეტაპზე გადავიდა და არჩევნებამდე დარჩენილია 10 დღე პირდაპირ და ცალსახად მიანიშნებს, რომ ხსნებული მოქმედებები მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესში ხელოვნურ ჩარევას და მის შედეგებზე უხეშად ზემოქმედებას.“ ოპოზიციური გაერთიანების შეფასებითვე, „მერიის აღნიშნული არალეგიტიმური ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანობის, თანასწორობისა და დემოკრატიულობის ხარისხს და იწვევს არაჯანსაღი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას. სრულიად ცხადია, რომ ამ კონკრეტული ქმედებით ხელისუფლება ზემოქმედებს ქვეყნის მთავარ ოპოზუციურ ძალასა და მის ამომრჩეველზე, ცდილობს რა ხელი შეუშალოს ამომრჩევლის ნების ფორმირებასა და თავისუფალ გამოვლენას.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG