Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს კანაფის ლეგალიზაციის საწინააღმდეგო აქცია


თბილისში „დედაენის ბაღში" დაგეგმილ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს მოქალაქეების ნაწილმა პროტესტით უპასუხა. კონტრაქცია სოციალური ქსელის საშუალებით სპონტანურად დაიგეგმა. „დედაენის ბაღთან“ კონტრაქციაზე შვილთან ერთად იმყოფება ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე და "ქართული იდეის" თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა. მათი თქმით, მომავალ თაობას ასეთი ფესტივალის გამართვით საფრთხე ემუქრება. „სახეზეა მარიხუანას პოპულარიზაციის განმახორციელებელი აქტები, რომლითაც საზოგადოებას აუწყებდნენ მოსულიყვნენ და შეეძინათ მარიხუანა, რომლის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსშია შეტანილი. შესაბამისად, ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს შსს-ს. ასეთი ფესტივალები ამ ბაღში არ ჩატარდება. „დედა ენის ბაღი არის ბავშვები ბაღი", -განაცხადა ლორთქიფანიძემ. მანამდე კანაფის ლეგალიზაციის მომხრეთა აქციაზე ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. პოლიციამ ჩხრეკის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანა “გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი. კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაცვაა, რომლითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია.

XS
SM
MD
LG