16 ოქტომბერს გოგა ხაინდრავამ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 15 000 ლარი შესწირა. ინფორმაცია ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის დეკლარაციაშია მოცემული, რომელიც აუდიტის სამსახურში წარადგინა.
ამ დეკლარაციის მიხედვით მხოლოდ 16 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა 143 000 ლარის შემოწირულება მიიღო და ჯამში მის მიერ მობილიზებული თანხები შემოწირულებების გზით 3 მილიონ ლარს ასცდა.