Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით მიგრანტი განაგრძობს მსვლელობას ცენტრალური ამერიკიდან აშშ-ის მიმართულებით

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ათასობით ადამიანი მიემართება შეერთებული შტატებისაკენ მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის განცხადებისა, რომ მექსიკასთან საზღვარს ჩაკეტავს და საზღვრის გასწვრივ ჯარებს განათავსებს, თუ მეხიკო ვერ შეაჩერებს მიგრანტთა მსვლელობას. 3000-მდე მიგრანტი ამჟამად მექსიკის ტერიტორიაზე გადაადგილდება. ისინი ჰონდურასიდან დაიძრნენ რამდენიმე დღის წინ და გვატემალასთან საზღვარზე, ხიდზე მექსიკის ხელისუფლების მიერ იქნენ შეჩერებული. მაგრამ მიგრანტების ნაწილმა მდინარე გადაცურა, ნაწილი თვითნაკეთი ბორნებით გადავიდა მეორე ნაპირზე. დონალდ ტრამპი მოითხოვს „მიგრანტთა ქარავანის“ შეჩერებას აშშ-ის საზღვარზე მისვლამდე და იმუქრება რეგიონის ქვეყნებისათვის დახმარების შეწყვეტით, ისევე როგორც მექსიკასთან საზღვრის ჩაკეტვით. მიგრანტების უმრვლესობა ჰონდურასელია და ემიგრაციის მიზეზებად ასახელებს სიღარიბესა და დანაშაულებრივი ჯგუფების ძალადობას.

XS
SM
MD
LG