პრიშტინასა და ბელგრადში ოფიციალურმა პირებმა დაგმეს თავდასხმა ავტობუსებზე, რომლებითაც სერბი მომლოცველები მიეშურებოდნენ აღმოსავლეთ კოსოვოში მდებარე მონასტერში. ცნობების თანახმად, დაუდგენელმა პირებმა ქვები დაუშინეს ავტობუსებს. დაშავებულთა შესახებ არაფერს იუწყებიან. კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის განცხადებით, „დაუშვებელია“ გადაადგილებისა და რწმენის თავისუფლების ნებისმიერი ხელყოფა. მან პოლიციას დაავალა, მართლმსაჯულებას გადასცეს პასუხისმგებელი პირები. ხოლო ბელგრადში მთავრობის წევრმა მარკო ჯურიჩმა ევროპას მოუწოდა, თვალს ნუ დახუჭავს კოსოვოში "ექსტრემიზმისა და რელიგიური რადიკალიზმის "გაძლიერებაზე. პრიშტინაში ეუთოს მისიამ შეშფოთება გამოთქვა ინციდენტის გამო. პრიშტინასა და ბელგრადს შორის ურთიერთობა დაძაბულია მას შემდეგ, რაც 2008 წელს კოსოვომ სერბიისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.