Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,ლევიათანის" რეჟისორი თბილისშია


გახმაურებული ფილმების, „დაბრუნება“, „ლევიათიანი“, „უსიყვარულო“ და „ელენა“ რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისს ეწვია. 22-23 ოქტომბერს დაიგეგმა მისი მასტერკლასები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. 24 ოქტომბერს კი აჩვენებენ მის ფილმს „უსიყვარულოდ“, რის შემდეგაც ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენცია გაიმართება.

ზვიაგინცევის ფილმები „ლევიათანი“ და „უსიყვარულოდ“ კანის კინოფესტივალის პრიზებით აღინიშნენ. "ლევიათანი" ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე“ წარსადგენი არაინგლისურენოვანი ფილმების შორტლისტშიც მოხვდა. ზვიაგინცევის პირველი ფილმი „დაბრუნება“ კი ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა -რეჟისორი სწორედ ამ ფილმით გახდა ცნობილი.

რუსი რეჟისორის ფილმები ცნობილია თავისი მწვავე სოციალური შინაარსეებით და რუსეთში დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის კრიტიკით. თავის დროზე, რუსეთის კულტურის მინისტრს „ლევიათანის“ რუსული კინოგაქირავებიდან ამოღებასაც კი სთხოვდნენ.

ზვიაგინცევის თბილისში ვიზიტი საგანმანათლებლო პროექტის, „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში დაიგეგმა.ეს საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში XXI საუკუნის კინომეტყველების ფორმების დანერგვასა და განვითარებას.

XS
SM
MD
LG