Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და იტალია უფრო მჭიდროდ თანამშრომლობას აპირებენ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში მიღო იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ეკონომიკის სფეროში უფრო მჭიდროდ თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად. 24 ოქტომბერს კრემლში შეხვედრის დაწყებამდე, კონტემ გამოთქვა შეფასება, რომ ორმა ქვეყანამ შეძლო თავისი ურთიერთობის „ხარისხისა და მოცულობის“ შენარჩუნება. ხოლო როგორც პუტინმა აღნიშნა, იტალია არის რუსეთის სიდიდით მეექვსე სავაჭრო პარტნიორი და ბოლო ორი წელი აღირიცხება ზრდის ტენდენცია სავაჭრო ურთიერთობაში. ორმხრივი ვაჭრობა მძიმედ დააზარალა ევროკავშირის სანქციებმა, რომლებიც რუსეთს დაუწესეს 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარებისათვის.

XS
SM
MD
LG