„რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა მისი დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეკითხვაზე, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას (ალოკაციის მიხედვით) შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე - 31%; სალომე ზურაბიშვილი - 28%; დავით ბაქრაძე - 14%; შალვა ნათელაშვილი - 5%; არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე - 16%. “რუსთავი 2“-ის ცნობით, ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპონდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1