საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის სპორტის სასახლესთან გამართა აქცია-პერფორმანსი - „გადამარწმუნე.“ ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრაზე სპორტის სასახლეში მისულ ყველა მსურველს მისცა შესაძლებლობა ეკამათათ და დაემტკიცებინათ, რომ მას სალომე ზურაბიშვილი ჯობია. „პოლიციელები იყვნენ მოსული. ეშინოდათ, აქ ეყარა მოსაწევიო და მოსაწევს არიგებენო. ვიღაც ქალებმა გაავრცელეს. სალომეს მხარდამჭერებიც მოვიდნენ, სტიკერებიც წაიღეს და გვითხრეს, სინამდვილეში თქვენი მხარდამჭერები ვართო” - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძე: მსურველებს მივეცი საშუალება დაემტკიცებინათ, რომ სალომე ზურაბიშვილი მჯობია

სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1