„ევროპულმა საქართველომ“ გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევა, რომლის თანახმად, შეკითხვას საპრეზიდენტო არჩევნებზე ვის მისცემდით ხმას, 16%-მა უპასუხა, რომ სალომე ზურაბიშვილს, 14,40%-მა დავით ბაქრაძე დაასახელა და 12,80%-მა გრიგოლ ვაშაძე. პარტიის დაკვეთით კომპანია „ბი-სი-ჯი-კვლევამ“ 20-24 ოქტომბერს გამოკითხა 1508 ამომრჩეველი. ამავე კვლევით, „ანალიტიკური შეწონვით გადანაწილებული რეიტინგი“ ამგვარია - სალომე ზურაბიშვილი 33,10%, დავით ბაქრაძე 30,60% და გრიგოლ ვაშაძე 27,10%.
„ევროპული საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული შედეგებითვე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დავით ბაქრაძის და სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის შემთხვევაში, 42%-ით ბაქრაძე გაიმარჯვებს, გრიგოლ ვაშაძის და სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში 39,3%-ით ვაშაძე, ხოლო დავით ბაქრაძის და გრიგოლ ვაშაძის მონაწილეობის შემთხვევაში 29,10%-ით ბაქრაძე.
დაწერეთ კომენტარი