Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა სხვა ხუთ კანდიდატზე ორნახევარჯერ მეტი შემოწირულება მიიღო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების შუალედური ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტობის ექვსმა კანდიდატმა მიიღო საერთო ჯამში 4 226 120 ლარის შემოწირულება, საიდანაც 99% ფიზიკური პირების მიერ გაღებული თანხაა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, შემოწირულებების უდიდესი ნაწილი 3 105 011 ლარი (73%) სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. შემდეგ მოდის გრიგოლ ვაშაძე 583 820 ლარით, დავით ბაქრაძე 516 404 ლარით, დავით უსუფაშვილი 13 290 ლარით, კახა კუკავა 6 596 ლარით და შალვა ნათელაშვილი 1 000 ლარით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოწირულებები დაახლოებით ხუთჯერ აღემატება გრიგოლ ვაშაძის და ორნახევარჯერ ხუთივე ოპოზიციური კანდიდატის ერთად აღებულ შემოწირულებებს.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 25 კანდიდატი მონაწილეობს.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG