Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში დარჩება


ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია: “პაციენტი მოყვანილია ჰიპერტენზიული მდგომარეობით, აღენიშნება სითხის და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა ამჟამად, სტაბილური რჩება. მიმდინარეობს შესაბამისი კონტროლი. ის დარჩება სტაციონარში”.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს პარლამენტის შენობასთან დააკავეს. ის წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის გაშლას ცდილობდა, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. ზაზა სარალიძესა და სამართალდამცავებს შორის მოხდა დაპირისპირება.

შსს-ს ინფორმაციით, „რუსთაველის გამზირზე, რკინის ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.“ შსს-ს ცნობითვე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე,

XS
SM
MD
LG