Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი ცენტრალური ევროპის ლიდერებს კვლავ მოუწოდებს, პატივი სცენ საერთო ფასეულობებს


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ცენტრალური ევროპის ქვეყნებს არ უგულებელყონ ბლოკის პრინციპები. საფრანგეთის ლიდერს მხედველობაში ჰყავს უნგრეთი და პოლონეთი, რომელთა კონსერვატიული მთავრობების ლიდერები დაპირისპირებული არიან ბრიუსელთან. ინტერვიუში, რომელიც ჩეხურ, სლოვაკურ, უნგრულ და პოლონურ გაზეთებში გამოქვეყნდა, ემანუელ მაკრონმა კვლავ მოუწოდა ცენტრალური ევროპის ლიდერებს, რომ შეასრულონ ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. „ჩვენ გვჭირდება თანამიმდევრულები და კოლექტიური სოლიდარობა: ჩვენ ვერ მივიღებთ სარგებელს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, თუ არ გამოვიჩენთ სოლიდარობას მიგრანტთა საკითხში“, - აღნიშნა მაკრონმა. მან შეშფოთება გამოთქვა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ლიდერების უარზე, მიიღონ მიგრანტები აღმოსავლეთ ევროპიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროკავშირის მიერ 2015 წელს მიღებული კვოტების მიხედვით. მაკრონი სლოვაკეთში შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტ ანდრეი კისკას და პრემიერ-მინისტრ პეტერ პელეგრინის. 26 ოქტომბრის საღამოს საფრანგეთის პრეზიდენტი პრაღის კრემლში შეხვდება პრეზიდენტ მილოშ ზემანს და პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს. ჩეხეთის რეპუბლიკიდან ემანუელ მაკრონი გაემგზავრება სტაბულში, სადაც მონაწილეობას მიიღებს სირიის თაობაზე დაგეგმილ სამიტში.

XS
SM
MD
LG