Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ყირიმი


აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ რუსეთი „უნდა გავიდეს“ ყირიმიდან და აღმოსავლეთ უკრაინიდან და „შეწყვიტოს ჩარევა“ აშშ-ის არჩევნებში. ამის შესახებ თბილისში მყოფმა ჯონ ბოლტონმა 26 ოქტომბერს აღნიშნა „როიტერსთან" საუბარში და არ გამორიცხა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს კვლავ ელოდება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანშემწემ ასევე მოუწოდა მოსკოვს, „შეწყვიტოს ქიმიური იარაღის გამოყენება უცხოეთში დევნილობაში მყოფი რუსების მკვლელობის განზრახვით და ნაკლებად ჩაერიოს ახლო აღმოსავლეთის საქმეებში“. თბილისში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი იმყოფებოდა ერევანში, ბაქოსა და მოსკოვში.

XS
SM
MD
LG