Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში შეიპყრეს ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნაში ეჭვმიტანილი


აშშ-ის ოფიციალური წყაროების ცნობით, დაკავებულია პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნისათვის ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამასა და სხვა ცნობილი პირების მისამართებზე, რომლებიც მკაცრად აკრიტიკებენ აშშ-ის პეზიდენტ დონალდ ტრამპს. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) -ის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში დადასტურებულია ერთი პირის დაკავება და აღნიშნულია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ამ საქმეზე ცნობილი გახდება პრესკონფერენციაზე, რომელიც ევროპის დროით 20:30 საათზე გახდება ცნობილი.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა 24 ოქტომბერს გზაში შეაჩერეს ამანათები სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობით. ხოლო ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, აღმოჩენილია აგრეთვე „საეჭვო ამანათი“, რომელიც თეთრი სახლის მისამართზე იყო გაგზავნილი. თეთრმა სახლმა უმალვე დაგმო ობამაზე, კლინტონსა და სხვა „საჯარო პირებზე“ თავდასხმის მცდელობები. სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ კლინტონისა და ობამასთვის გაგზავნილი ამანათები უკავშირდება საფოსტო გზავნილს, რომელიც 22 ოქტომბერს იპოვეს მილიარდერი ქველმოქმედის, ჯორჯ სოროსის სახლში.

XS
SM
MD
LG