Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს სამინისტრომ ჩამოაყალიბა პოლიციის მობილური ჯგუფები


შსს
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად, შექმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, „დაიცავენ მართლწესრიგს და მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე.“

27 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში შს სამინისტრო აღნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით, „ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება.“

„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის საკონტაქტოდ გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი“, აცხადებს ძალოვანი სამინისტრო.

სამინისტროს თქმით, შსს საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას, არჩევნების მიმდინარეობის დროს მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

XS
SM
MD
LG