Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყანდაარში დასრულდა ერთი კვირის დაგვიანებით გამართული საპარლამენტო არჩევნები


ავღანეთის პროვინცია ყანდაარში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ერთი კვირის დაგვიანებით ჩატარდა თალიბანის თავდასხმის შედეგად პოლიციის უფროსის, გენერალ აბდულ რაზიყის მოკვლის გამო. 27 ოქტომბრის კენჭისყრას თან ახლდა უსაფრთხოების მკაცრი ზომები. გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადებით, არჩევნების დაწყებამდე თითქმის მთელი დღე-ღამით ადრე გადაკეტეს ავტომაგისტრალები სამხრეთ ყანდაარში, რათა არ დაეშვათ პროვინციაში დანაღმული ავტომანქანების მოხვედრა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17 საათზე დაიხურა, მაგრამ ჯერ არ დაუდგენიათ, 567 ათასამდე ამომრჩევლიდან რამდენმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. თალიბანის ისტორია სწორედ ყანდაარში იწყება და გენერალი აბდელ რაზიყი ითვლებოდა სტაბილურობის გარანტად ამ პროვინციაში. ამიტომ მისი მკვლელობა თალიბებთან ბრძოლისათვის დიდ დანაკარგად აღიქვეს მთელ ავღანეთში. საკუთრივ კენჭისყრის პროცესში, ცნობების თანახმად, არ მომხდარა ძალადობასთან დაკავშირებული ინციდენტი.

XS
SM
MD
LG