Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგი წყაროს თანახმად, პიტსბურგში რვა ადამიანი იქნა მოკლული


პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში შაბათს მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, რვა და დაიჭრა 12 ადამიანი. ამ ცნობას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ ოფიციალურ პირებსა და მედიაზე დაყრდნობით. ერთ--ერთი წყაროს თანახმად, დაკავებულია თეთრკანიანი, წვერიანი მამაკაცი, სავარაუდოდ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისათვის. მედიის თანახმად, თავდამსხმელი შაბათის ღვთისმსახურების დროს შევარდა სინაგოგაში ანტისმეტური შეძახილებით. უფრო ადრე პოლიციის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ სროლას "მრავალრიცხოვანი მსხვერპლი" მოჰყვა.

XS
SM
MD
LG