Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა პიტსბურგის სინაგოგაზე თავდასხმის შედეგად


სინაგოგა "სიცოცხლის ხე" პიტსბურგში
სინაგოგა "სიცოცხლის ხე" პიტსბურგში

პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი. ადგილობრივ ტელეარხ KDKA-ს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა რვა ადამიანი, „შესაძლოა მეტიც“. ამავე წყაროს თანახმად, დაჭრილია 12, მათ შორის ოთხი პოლიციელი. პოლიციამ დაასახელა ეჭვმიტანილის ვინაობა - რობერტ ბაუერსი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომელშიც დაგმო თავდასხმა და შეაქო სამართალდამცველები. როცა ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა იარაღის გაკონტროლების შესახებ, ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სინაგოგაში შეიარაღებული მცველის ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ეჭვმიტანილის შეჩერება. ტრამპის თქმით, ასეთი თავდამსხმელები სიკვდილით უნდა დაისაჯონ. თავდასხმა დაგმო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმაც.

XS
SM
MD
LG